ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ალექსანდრე ბენდიანიშვილი
| დაბადების თარიღი: | 1926 |
| გარდაცვ. თარიღი: | 2010 (84 წლის ასაკში) |
| კატეგორია: | ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ონის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს.
მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ისტორიის კათედრის გამგედ, განყოფილების გამგედ, ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 13 წიგნი, 50 სამეცნიერო სტატია, საგაზეთო წერილები.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დისერტაცია დაიცვა 1968 წელს.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო (საპატიო სიგელი)
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს პირველი რესპუბლიკა (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2001. - 366გვ.
- საქართველოს ისტორია 1801 - 1921 წწ. : სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1999. - 304გვ.. - ISBN: 99928-24-85-9
- გლეხთა კლასი და გლეხთა მოძრაობა საქართველოში (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1989. - 252გვ.
- საქალაქო თვითმმართველობა და ბრძოლა მისი დემოკრატიზაციისათვის საქართველოში 1875 - 1917 წლებში (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1985. - 305გვ.
- ეროვნული საკითხი საქართველოში 1801 - 1922წწ. (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 275გვ.
- სოციალისტური რევოლუციის წანამძღვრები საქართველოში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1971. - 221გვ.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.V, VI (თანაავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1970. - 866გვ.
- აგრარული ურთიერთობანი საქართველოში 1890 - 1917 წწ. (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1965. - 188გვ.
- თბილისის საქალაქო თვითმმართველობა 1875 - 1917 წწ. (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1960. - 104გვ.
|