The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ბენდიანიშვილი

ალექსანდრე ბენდიანიშვილი
Date of birth:1926
Date of death:2010  (at 84 years)
Category:Historian, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1949 წელს.

1954 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის უფროს მასწავლებლად; 1957–1981წწ. ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1981–1992წწ. საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ისტორიის კათედრის გამგედ; 1994 წლიდან მუშაობდა ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ახალი ისტორიის განყოფილების გამგედ. ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობას, გამოქვეყნებული აქვს 13 წიგნი, 50 სამეცნიერო სტატია, საგაზეთო წერილები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, დისერტაცია დაიცვა 1968 წელს. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.338; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.173

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: