The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ მელქაძე

ოთარ მელქაძე
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1961 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1968 წელს.

მუშაობდა პარტიულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1985-1991წწ. იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთგზის დეპუტატი; თსუ უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი 1992 წლიდან; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი 1993 წლიდან; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ეროვნულ–დემოკრატიული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე პუბლიკაცია საქართველოს, რუსეთის, ჩეხეთის, უნგრეთის იურიდიულ, გაეროსა და ტასისის ინგლისურ ენოვან ჟურნალებში. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

სადისერტაციო თემა – "სახელმწიფო კონტროლის სამართლებრივი პრობლემები", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.253

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ედპ - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", თავმჯდომარის მოადგილე (1995-1999)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: