ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ბორის ყურაშვილი
| დაბადების თარიღი: | 13 იანვარი, 1912 |
| გარდაცვ. თარიღი: | ოქტომბერი, 2007 (95 წლის ასაკში) |
| კატეგორია: | ექიმი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: მარტვილის რ-ნი, სოფ. ჯოლევი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ზოოლოგიის სპეციალობით 1937 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.
1937-1947წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგია-პარაზიტოლოგიის კათედრაზე ასისტენტად, 1945 წ-დან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1947წ-დან პარაზიტოლოგიის ლაბორატორიის გამგედ, 1964-1989წწ. იყო ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 1957წ-დან შეთავსებით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე, მისი გვარი შეტანილია ქართულ ენციკლოპედიაში (1986წ.), ამერიკული ცნობარის "ვინ ვინ არის მსოფლიოში" (1995წ.), კემბრიჯის ბიოგრაფიული ინსტიტუტის ცნობარში (1996წ.), ქართული ბიოგრაფიული ცენტრის ცნობარში (1999წ.), "საქპატენტიდან" მიღებული აქვს პატენტი (p1781) გამოგონებაზე - "წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალო საშუალება" (1998წ.), მის მიერ შექმნილის პრეპარატი "პროსტასექსინი".
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა- "Гельминты охотничие - промысловых птиц Грузии в фаунистическом и экологическом освещении", დაიცვა 1955 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ბულგარეთის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1984-)
- მოქალაქეთა კავშირი
- რუსეთის ჰელმინთოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1984-)
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრი
- უკრაინის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1995-)
- ჩეხოსლოვაკიის პარაზიტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1974-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი კომიტეტი, უხერხემლოთაზოოლოგიის სახელმძღვანელოსათვის (საპატიო დიპლომი)
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- ჯორჯ სოროსის საერთაშორისო ფონდი (პროფესორის წოდება)
- საკავშირო საზოგადოება "ცოდნა" , აქტიური მუშაობისათვის
- საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი კომიტეტი, საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარებაში მიღწეული შედეგებისათვის (ვერცხლის მედალი)
- საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის (პრეზიდიუმი საპატიო სიგელი)
- საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მთავარი კომიტეტი, საქართველოს მტკნარი წყლის თევზების პარაზიტების შესწავლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებისათვის (ბრინჯაოს მედალი და ფულადი პრემია)
- საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- პარაზიტოლოგიის მოკლე კურსი : სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასპირანტების, მეცნიერ თანამშრომლებისა და პედაგოგებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1996. - 184გვ.
- უხერხემლოთა ზოოლოგია : სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, ასპირანტებისა და პედაგოგებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1996. - 488გვ.
- პარაზიტოლოგიური გამოკვლევები მცირე კავკასიონის ბიოგეოცენოზებსა და მეცხოველეობის ფერმებში საქართველოს ფარგლებში (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - 192გვ.
- ვისწავლოთ ცხოველთა სამყაროს დაცვა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 46გვ.
- საქართველოს ცხოველთა სამყაროს დაცვა და რაციონალური გამოყენება (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 154გვ.
- საქართველოს ძუძუმწოვარ ცხოველთა ატლასი (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1981. - 109გვ.
- საქართველოს მტკნარი წყლის თევზების უმთავრესი დაავადებანი და მათთან ბრძოლა (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1980. - 72გვ.
- ბუნების დაცვა ყოველი მოქალაქის მოვალეობაა (ავტორი). - თბილისი, 1977. - 31გვ.
- საქართველოს შინაური ფრინველების ჰელმინთები (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1976. - 242გვ.
- Гельминты человека, животных и растений в Грузии : справочник (თანაავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1965. - 94с.
- ექინოკოკოზი, ცენუროზი და მასთან ბრძოლა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1962. - 42გვ.
- დარვინიზმის მნიშვნელობა ზოოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში (ავტორი). - თბილისი, საქ. მეც. აკადემია, 1959. - 44გვ.
|