შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ლომოური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1952 წლიდან დაიწყო პედაგოგიურ მოღვაწეობას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; შემდეგ წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიაში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში, ხელოვნების უმაღლეს სკოლაში; 1965-1971წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1969-1971წწ. ამავე უნივერსიტეტის ძველი ისტორიის კათედრის გამგე; 1971-1979წწ. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1981 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1992 წლიდან შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. აქვს გამოკვლევები უძველეს უცხოურ წყაროებში თბილისის მოხსენიების შესახებ; წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე და ერთადერთი ხელმძღვანელი. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 18 მონოგრაფიის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პტოლემაიოსის ცნობები საქართველოს შესახებ", დაიცვა 1952 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოსა და რომის ურთიერთობა", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; burusi.wordpress.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.355; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.423 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |