შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ოდიშარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა გულრიფში, აფხაზეთის ა/რ. დაამთავრა ქ. სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ "რიწის" მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა "მერანის" აფხაზეთის ფილიალის დირექტორად; 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. არის 10 პოეტური კრებულისა და 5 რომანის ავტორი; რომანებიდან განსაკუთრებულად პოპულარული გახდა: "სოხუმში დაბრუნება" (1995), "შავი ზღვის ოკეანე" (2000) და "პრეზიდენტის კატა" (2007, ეს რომანი 15 ენაზე ითარგმნა); მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე. უკანასკნელი წლები სისტემატურად მონაწილეობს სახალხო დიპლომატიის ეგიდით წარმართულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში (სოჭი, მოსკოვი, ნალჩიკი, წახკაძორი, კონობეევო და სხვა); 2012 წელს იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2014წწ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი; 2014 წელს, როგორც მინისტრმა, ბერლინში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს საქართველო გახდა ფრანკფურტის (გერმანია) წიგნის ბაზრობის "საპატიო სტუმარი". წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 280; odisharia.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.66 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |