Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გიგაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბლო, დუშეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1953 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1951 წელს; პირველი წიგნი "მთების სიმღერა" - 1957 წელს. გამოქვეყნებულ კრებულთაგან აღსანიშნავია: "ჭიუხი, წვიმა და ჩანჩქერები" (1961), "ბალადა შვიდი ხევსურისა" (1965), "სიცოცხლე გრძელდება" (1969), "აღსარება" (1974), "იმედის ბილიკი" (1976), "გზაგასაყართან" (1980), "ხევსურთ რა ამბავია?" (1985) და სხვა. მის ლექსებში გაცოცხლებულია სახელოვან წინაპართა სახეები, საინტერესოდაა დახატული მთიელი ადამიანების ცხოვრება. პოეტს განსაკუთრებით ახარებს ნასოფლარების აღდგენა-აღორძინება და ჩამქრალ კერებში სიცოცხლის დაბრუნება. მუშაობდა ჟურნალისტად: ჩვიდმეტი წელი რადიო-ტელევიზიაში იმუშავა, შემდეგ კი, ოცი წელი - ჟურნალ "პოლიტიკაში". გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების 24 კრებული. არჩეულ იყო ჩარგლის საპატიო მოქალაქედ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.614; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.65 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |