ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ანზორ აბულაშვილი
| დაბადების თარიღი: | 3 მაისი, 1932 (81 წლის) |
| კატეგორია: | პოეტი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სიღნაღის რ–ნი, სოფ. ჯუგაანი.
დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1961 წელს.
1962 წლიდან 1980 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: ჯერ ჟურნალ "დილა"-ში, შემდეგ გამომცემლობაში "ნაკადული" (დირექტორი). პირველი ლექსი დაიბეჭდა სიღნაღის რაიონულ გაზეთ "კოლმეურნე"-ში 1950 წელს, 1952 წელს კი იგი იბეჭდება რესპუბლიკურ გაზეთში "ახალგაზრდა კომუნისტი". იქიდან მოყოლებული დღემდე გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, თარგმნილი აქვს მიცკევიჩის ცნობილი პოემა "გრაჟინა" და მისი მრავალი ლექსი, ასევე სხვა უცხოელი პოეტების ნიმუშები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
ბიბლიოგრაფია
- ცხრაკარა : კრებული (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 2004. - 200გვ.
- მახარობელი : ლექსი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1999. - 3გვ.
- მუნჯი მოკარნახე (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1992. - 152გვ.
- მარადიული შუქურა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 75გვ.
- ბუზანკალი - მხედარი : საბავშვო ლექსები და პოემები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 31გვ.
- სინათლევ თვალისა (ავტორი). - თბილისი, ნაკადური, 1984. - 62გვ.
- მოდიოდა. - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1983. - 235გვ.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 85გვ.
- კოშკები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1980. - 90გვ.
- მოგზაური (ავტორი). - თბილისი, დილის გაზეთი, 1979. - 12გვ.
- ისევ მოვიდა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 55გვ.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 73გვ.
- საუბარი გრძელდება (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1972. - 85გვ.
- ლექსები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1968. - 63გვ.
- ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1966. - 76გვ.
- მამაჩემი მალე ჩამოვა : მოთხრობა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 157გვ.
- ჩემი ნაცნობი ბიჭები : საბავშვო პოემები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1961. - 30გვ.
|