შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლერი ალიმონაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის საინჟინრო-ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს. 1973 წლიდან მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროსი მეცნიერ რედაქტორია; პირველი წერილი სიმღერა "სულიკოს" ავტორზე, ვარინკა წერეთელზე, 1965 წელს გამოაქვეყნა გაზეთ "ქუთაისში", პირველი წიგნი "ვარინკა წერეთელი" - 1970 წელს. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ტერენტი გრანელის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევაში; დაწერა ბიოგრაფიული რომანი "კვირის წირვები"(1983), "ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია"(1983). თარგმნა ლაო-ძის უძველესი ჩინური ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება "დაო დე ძინი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია:ტ.1.-თბ.,1977.-გვ.110; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.208 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |