შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან ნამიჭეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა ვანი, ვანის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1977 წელს, მოსკოვის მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული ყოფილი სსრ კავშირის მწერალთა კავშირის უმაღლესი ორწლიანი ლიტერატურული კურსები 1989 წელს, მოსკოვის დიპლომატიური აკადემია 1997 წელს. მთარგმნელი, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, საქართველოს ლიტფონდის დირექტორის მოადგილე, ქ. მოსკოვში საერთაშორისო ლიტერატურულ ფონდში წარმომადგენელი. მუშაობდა გამომცემლობის გამომშვებად, უმცროს რედაქტორად, მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების კონსულტანტად, რესპუბლიკური საინფორმაციო საშუალებათა საკუთარ კორესპონდენტად, გაზეთ "ქუთაისის" რედაქტორის მოადგილედ, ქუთაისის საქალაქო-სარაიონთაშორისო ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობის მთავარ რედაქტორად, დირექტორად. მიღებული აქვს საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების ყოველწლიური ლიტერატურული პრემია (1985). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |