Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჭაბუა ამირეჯიბი (ბერი)![]()
Biographyდაიბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამი კურსი. 1944-1959წწ. პოლიტპატიმარი: პატიმრობის 16 წლის მანძილზე იყო ტყის მჭრელი, ჩრდილოეთ ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-1947); 1947-1950წწ. ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამამუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი; განთავისუფლების შემდეგ საქართველო - აშშ ერთობლივი საწარმოს "ამსაქფილმის" დამაარსებელი და დირექტორი, ალმანახ "კინო"-ს დამაარსებელი და დირექტორი, საქართველოს სახკინოს სარეკლამო-საინფორმაციო ბიუროს დამაარსებელი და დირექტორი (1969-1972); 1972-1976წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმი"-ს მეორე გაერთიანების დირექტორი; 1983-1989წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი; ქართულ სულიერ ფასეულობათა დაცვის ასოციაცია "ივერია"-ს და გაზეთ "ახალი ივერია"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე (1999); გამოქვეყნებული აქვს მრავალი პუბლიცისტური სტატია (1976 -1998), მოთხრობების სამი კრებული (1965-1968), საბავშვო იგავ-არაკების კრებული (1967), რომანები. 1994-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მინიჭებული აქვს სახალხო მწერლის წოდება. დაჯილდოვებულია უცხოური, რუსული, ქართული პრემიებითა და პრიზებით. თავისი ნაწარმოებები დაბეჭდილი აქვს მსოფლიოს ხალხთა ოცდაათ ენაზე. 2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი.-თბ., 1996-97.-გვ.14; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: web.archive.org; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 65; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.82; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.44 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |