The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



იგორ ბონდირევი

დაბადების თარიღი:1948  (67 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1971 წელს.

1972-1979წწ. იყო საქართველოს გეოლოგიის სამმართველოს ტექნიკოსი ინჟინერი, ჯგუფის უფროსი, 1979-1983წწ. - მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკის გეოლოგიისა და მაღაროების დეპარტამენტის თანამშრომელი, 1983-1989წწ. მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტთან არსებული ინფორმაციის ინსტიტუტის გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის სექტორის ხელმძღვანელი, 1989- 1997წწ. გეოლოგიის დეპარტამენტის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. 1997წ. – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი.

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა – "მოზამბიკის გეომორფოლოგია".

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: