ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
რევაზ ბარამიძე
დაბადების თარიღი: | 1928 |
გარდაცვ. თარიღი: | 7 აგვისტო, 2010 (82 წლის ასაკში) |
კატეგორია: | პედაგოგი, ფილოლოგი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.
ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი.მის ნაშრომთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოკვლევები იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამების", გიორგი მერჩულეს "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების", ასევე ნაშრომები ფარნავაზ მეფის შესახებ. იყო 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ასზე მეტი მონოგრაფიის ავტორი. ის წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებას. ასწავლიდა ცხინვალის უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის სასულიერო აკადემიაში. ამავე დროს ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. იყო ევროპის რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი 1969 წლიდან, პროფესორი.
წყარო: რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge; თსუ-ის გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი": newspaper.tsu.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 137
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია
- პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკდემია
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - ღირსების ორდენი
ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ქიზიყის მხარის ლიტერატურული და კულტურული ტრადიციების აღორძინებისათვის
ბიბლიოგრაფია
- დავითიანში განფენილი ზოგიერთი პრობლემა (ავტორი). - თბილისი, 2005. - 163გვ.
- წინ - ილიასაკენ : ეროვნული ცნობიერება (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2001. - 119გვ.
- გიორგი მერჩულე - ქართული პროზის დიდოსტატი და მშვენება (ავტორი). - თბილისი, დედაენა, 2001. - 160გვ.. - ISBN: 99928-899-2-6
- ქართული პროზის საკითხები (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1995. - 352გვ.. - ISBN: 5-505-01871-8
- ფარნავაზმან ძლიერ ჰყო ქვეყანა თვისი (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1992. - 51გვ.. - ISBN: 5-529-01106-3
- ნარკვევები ქართული მწერლობის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 269გვ.
- ლიტერატურული შტუდიები (ავტორი). - თბილისი, თსუ, 1988. - 196გვ.
- ქართული მწერლობის შესწავლისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1986. - 182გვ.
- არჩილ ბაგრატიონი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 167გვ.
- ქართული საისტორიო და ორატორული პროზა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 339გვ.
- ქართული მწერლობის სათავეებთან (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1978. - 143გვ.
- შუშანიკის წამება (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1977. - 32გვ.
- ანტონ კათალიკოსი - "წყობილსიტყვაობა" (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1972
- ქართული საისტორიო პროზა (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1971. - 136გვ.
- ნარკვევები მხატვრული პროზის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1966. - 234გვ.
- იოანე ბოლნელი : ცხოვრება და შემოქმედება (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბ და სტ.ა, 1962. - 100გვ.
- ნარკნვევები ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან V-XI სს. (V-XI) ნაწ.I (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1957. - 112გვ.
|