The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი ხინთიბიძე

აკაკი ხინთიბიძე
Date of birth:6 February, 1924
Date of death:26 May, 2008  (at 84 years)
Category:Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1946 წელს.

60 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ა. ხინთიბიძემ ქართული ლექსის მეცნიერული კვლევა იოსებ გრიშაშვილის ვერსიფიკაციის შესწავლით დაიწყო, რაც 1955 წელს აღინიშნა თვალსაჩინო მონოგრაფიით "იოსებ გრიშაშვილის პოეზია"; შემდგომი ეტაპი სამეცნიერო კვლევისა იყო "აკაკის ლექსი" (1972); განსაკუთრებული ადგილი ა. ხინთიბიძის სამეცნიერო ბიოგრაფიაში უჭირავს გალაკტიონის კვლევას; 1987 წელს დასტამბული მისი "გალაკტიონის პოეტიკა" შეიცავს, ერთი მხრივ, ნარკვევებს გალაკტიონის პოეტიკიდან, ხოლო მეორე მხრივ, მასში დაწვრილებით არის შესწავლილი გალაკტიონის ლექსის სტრუქტურა (პოეტური ენა, მეტრიკა, რითმა, ევფონია, სტროფიკა). ქართული ლექსის ბუნების კვლევას სამ ათეულ წელზე მეტი შეალია. ა. ხინთიბიძის წიგნებში: "პოეტური ხელოვნების საკითხები" (1961), "ლექსმცოდნეობის საკითხები" (1965), "პოეტიკური ძიებანი" (1981), "ვერსიფიკაციული ნარკვევები" (2000), განხილულია ვერსიფიკაციის თეორიისა და ქართველ პოეტთა შემოქმედების უაღრესად საინტერესო პრობლემები. აღსანიშნავია ა. ხინთიბიძის წვლილი "ვეფხისტყაოსნის" ლექსწყობის კვლევაში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: აკაკი ხინთიბიძე : ქართული ლექსის ჭაშნაგირი : გამოსათხოვარი // საქართველოს რესპუბლიკა . - თბ., 2008. - 30 მაისი. - N98 (5956). - 15გვ.

Bibliography


Share: