შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა არაბული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დუშეთის რაიონი, სოფელი დათვისი(ხევსურეთი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს. 1971 წელს იმავე უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი. 1979-1991წწ. მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ჯერ სცენარისტად და შემდგომ უფროს რედაქტორად, პირველ შემოქმედებით გაერთიანებაში; 1990-1996წწ. გამოსცემდა მშობლიური მიწის მოვლის და კულტურულ მემკვიდრეობათა ხელშემწყობ გაზეთს - "წუთისოფელი"; მოამზადა "ხოგაის მინდიას სახლის" პროექტი: "ტრადიციული სოფელი ჩაკეტილ ისტორიულ სივრცეში". ჟურნალ "მითი და ტრადიციის" რედაქტორი. არის სცენარის ავტორი ფილმებისა: "ხევსურეთი - მითის გაცოცხლება"(რეჟისორები შალვა და მერაბ ჩაგუნავები, 1991), "კაშხალი მთაში"(რეჟისორი ნოდარ მანაგაძე, სცენარის თანაავტორები - გურამ გეგეშიძე, ნოდარ მანაგაძე, 1977). წყარო: საქართველოს ფილმოგრაფიის ვებ-გვერდი: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |