შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო დარბაისელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს. იბეჭდება 1974 წლიდან, ფართო დებიუტი შედგა 1977 წელს ქართული პოეზიის ყოველწლიურ ანთოლოგიაში "პოეზიის დღე". 1984-1989 წლებში მუშაობდა მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში ქართული ენის პედაგოგად, მეთოდისტად, 1990-1995 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის გამომცემლობა "მეცნიერების" მთავარი რედაქტორი; 1994-1997 წლებში საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ "კავკასიური სახლის" დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო-საგამომცემლო დარგში. 1999 წლიდან არის შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 2000წ. მუშაობს "გალაკტიონის კვლევის ცენტრში" პასუხისმგებელ მდივნად; 2001 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო პუბლიცისტური კრებულის "გალაკტიონოლოგიის" პასუხისმგებელი მდივანი; ძირითადად თარგმნის ინგლისურიდან და რუსულიდან, გამოქვეყნებული აქვს გერმანული პოეზიის თარგმანებიც; ამჟამად ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეყვანილია ცნობარში "Who is Who among World Business and Art Women" (2002). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1992 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ქართულ ვერლიბრი". წყარო: წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.118
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |