შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს. 1956-1960წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელად, 1960 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელად, 1967 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად, 1999-2006წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად, 2007 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარედ; გამოქვეყნებული აქვს 180 სამეცნიერო ნაშრომი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა - " საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1973 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.269 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |