The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



დავით მუსხელიშვილი (აკადემიკოსი)

დავით მუსხელიშვილი
დაბადების თარიღი:19 ოქტომბერი, 1928  (85 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952 წელს.

1956-1960წწ. მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელად, 1960 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელად, 1967 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად, 1999-2006წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად, 2007 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარედ.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო თემა - " საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1973 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის ცენტრი, გამგეობის თავმჯდომარე (2006-)
  • საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი, გამგეობის თავმჯდომარე (2001-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: