შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ დოიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს. 1970-1973წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და ლექსთმცოდნეობის განყოფილების გამგე; იყო ჟურნალების: "ქართული მწერლობის", "ლაშარის", "ცისკრის", ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; ავტორია წიგნებისა: "ლექსის ევფონია" (1981), "ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები" (1982), "გუშინ, დღეს, ხვალ" (1989), "ვერსიფიკაციული პორტრეტები" (1999), "Enjambement" (2000), "დაბრუნება" (2003), "ორნი ერთ ნავში" (2006), "ანდერძი ტარიელისა" (2007), "მოტირალ-მოცინარი" (2013); ლევან ბრეგაძესთან თანაავტორობით გამოცემული აქვს წიგნი "ვკითხულობთ კლასიკას" (2014), აგრეთვე პოლემიკური სტატიების ორი კრებული – "დაკარგული გასაღების ძიებაში" (1985) და "პოლემიკას რა უნდა" (2001). გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სტატია ლიტერატურის თეორიისა და ლექსმცოდნეობის, გალაკტიონოლოგიისა და კრიტიკის პრობლემებზე. ფილოლოგიის მეცნირებეთა დოქტორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ევფონიის ფუნქცია ლექსში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გალაკტიონ ტაბიძის სახეობრივი აზროვნება", დაიცვა 1995 წელს. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.479; საქართველოს პირველი არხი: 1tv.ge; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.100 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |