The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ დოიაშვილი

თეიმურაზ დოიაშვილი
Date of birth:29 December, 1948  (75 years)
Category:Critic, Literary scholar, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს.

1970-1973წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის თეორიისა და ლექსთმცოდნეობის განყოფილების გამგე; იყო ჟურნალების: "ქართული მწერლობის", "ლაშარის", "ცისკრის", ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; ავტორია წიგნებისა: "ლექსის ევფონია" (1981), "ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები" (1982), "გუშინ, დღეს, ხვალ" (1989), "ვერსიფიკაციული პორტრეტები" (1999), "Enjambement" (2000), "დაბრუნება" (2003), "ორნი ერთ ნავში" (2006), "ანდერძი ტარიელისა" (2007), "მოტირალ-მოცინარი" (2013); ლევან ბრეგაძესთან თანაავტორობით გამოცემული აქვს წიგნი "ვკითხულობთ კლასიკას" (2014), აგრეთვე პოლემიკური სტატიების ორი კრებული – "დაკარგული გასაღების ძიებაში" (1985) და "პოლემიკას რა უნდა" (2001). გამოქვეყნებული აქვს ათეულობით სტატია ლიტერატურის თეორიისა და ლექსმცოდნეობის, გალაკტიონოლოგიისა და კრიტიკის პრობლემებზე. ფილოლოგიის მეცნირებეთა დოქტორი (1995).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ევფონიის ფუნქცია ლექსში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -  "გალაკტიონ ტაბიძის სახეობრივი აზროვნება", დაიცვა 1995 წელს.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.479; საქართველოს პირველი არხი: 1tv.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.100

Member of Organizations

  • გალაკტიონის კვლევის ცენტრი, დამაარსებელი და ხელმძღვანელი (2001-)
  • საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემია, წევრი (2002-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის კრიტიკის სექციის ბიურო, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 2010 - გრიგოლ კიკნაძის სამეცნიერო პრემია, ლიტერატურათმცოდნეობაში
  • 2009 - პრემია "საგურამო"
  • 2006 - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის პრემია
  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა"
  • 1994 - ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • 1983 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
    საუკეთესო კრიტიკული ნაშრომისთვის

Bibliography


Share: