შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბათუ დანელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზანათი, აბაშის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1987 წელს. 1973-74 წლებში პირველი ლექსების გამოაქვეყნა; გამოცემული აქვს ლექსების მრავალი კრებული, მათ შორის: "ქალაქი ფრთებქვეშ" (1982), "წყნარი ქუჩა" (1986),"მარტოობის ზამთარი" (1997), "მთვარის დღესასწაული" (2003), "შეშლილი ვარსკვლავები" (2006), "Mირაბილის Vიტა" (2008), "სიყვარული ბალასტია" (2013). 1982 წელს მონაწილეობდა ლვოვის პოეზიის ფესტივალში; ბათუ დანელია რუსული პოეზიის მთარგმნელია; გამოცემული აქვს იოსიფ ბროდსკის, ბორის პასტერნაკის, მარინა ცვეტაევას, ანა ახმატოვას, ალექსანდრ პუშკინის ლექსების თარგმანები; სხვადასხვა დროს თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს გიომ აპოლინერის, ჰიუგო ფონ ჰოფმანსტალის, რობერტ ფროსტის, გოტფრიდ ბენის და სხვათა პოეზია; ის პოეტების ძველ თაობას მიეკუთვნება, მისი წილი ქვეყნის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში საკმაოდ დიდია, ავტორი უამრავი ლექსისა და პოეტური თარგმანის ავტორია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,2012.-გვ.309; armuri.georgianforum.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.56; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.235 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |