შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო ჩხიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, გორის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთების – "ნორჩი ლენინელის" და "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციებში და საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურული თეატრის რედაქტორად. პირველი ლექსები 1966 წელს გამოაქვეყნა გორის ლიტერატურულ ალმანახ "ლიახვში", ლექსთა პირველი წიგნი − 1973 წელს. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ნათდება" (1960), "დაბადება" (1976), "ორნი სინათლის წრეში" (1976), "მტრედი ეკლესიის გუმბათზე" (1980), "სალამი ზამთრის დედოფალო" (1982), "შემოდგომის ბილიკი" (1982); "გადაფრენა" (1984), "გაზაფხულია, მარიამ", "ღმერთო, მათქმევინე", "ძველი ხიდი", "ერთტომეული", "ავტოპორტრეტი ძველ ჩარჩოში", "მგზავრი", გამოცემული აქვს პროზაული კრებულიც − "ორი კაცი" (1983) და რომანი − "ჩიტები ზამთარში" (1986). მისი ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ლიტვურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.177; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.159; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.245; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.361-362 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |