The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო ჩხიკვაძე

ვანო ჩხიკვაძე
Date of birth:5 October, 1947  (76 years)
Category:Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კირბალი, გორის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1971 წელს.

სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაზეთების – "ნორჩი ლენინელის" და "ახალგაზრდა კომუნისტის"  რედაქციებში და საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურული თეატრის რედაქტორად. პირველი ლექსები 1966 წელს გამოაქვეყნა გორის ლიტერატურულ ალმანახ "ლიახვში", ლექსთა პირველი წიგნი − 1973 წელს. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ნათდება" (1960), "დაბადება" (1976), "ორნი სინათლის წრეში" (1976), "მტრედი ეკლესიის გუმბათზე" (1980), "სალამი ზამთრის დედოფალო" (1982), "შემოდგომის ბილიკი" (1982); "გადაფრენა" (1984), "გაზაფხულია, მარიამ", "ღმერთო, მათქმევინე", "ძველი ხიდი", "ერთტომეული", "ავტოპორტრეტი ძველ ჩარჩოში", "მგზავრი", გამოცემული აქვს პროზაული კრებულიც − "ორი კაცი" (1983) და რომანი − "ჩიტები ზამთარში" (1986). მისი ცალკეული ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ლიტვურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.177; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.159; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.245;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.361-362

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1984-)

Awards and Honors

  • 2017 - პრემია "საგურამო"
  • 2015 - საქართველოს ეროვნული პრემია
  • 2014 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი
  • 2010 - მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემია
  • 1999 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1997 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
  • 1985 - საქართველოს კომკავშირის პრემია
    ორი კაცი : მოთხრობები / ვანო ჩხიკვაძე .-თბილისი : ნაკადული, 1983 .-134გვ.
  • გორის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: