The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით რობაქიძე

დავით რობაქიძე
Other name:როქბაიძე  (Pseudonym)
Date of birth:1975  (49 years)
Category:Literary scholar, Poet, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტი, ლიტერატორის სპეციალობით 1999 წელს, მოსე თოიძის სახელობის ლიცეუმის საეკლესიო არქიტექტურის ფაკულტეტი, ქვაზე მხატვრული მჭრელის სპეციალობით.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, 1993 წლიდან ახალგაზრდულ გაზეთ "კოქტეილში" კორესპონდენტად, პარალელურად ხელმძღვანელობდა სარეკლამო სააგენტო "ორიონს", 1995 წლიდან ლიტერატურულ გაზეთ "პედადოქსში" , როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1995-1999წწ. სწავლობს კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ლიტერატურის დაოსტატობის ფაკულტეტზე, 1999 წლიდან ამავე ინსტიტუტის ასპირანტი შესაბამისი სპეციალობით. მისი ნაწარმოებები გამოქვეყნებულია ქართული პერიოდიკის შემდეგ გამოცემებში: "საუნჯე", "ლიტერატურული გაზეთი", "აფრა", "ალტერნატივა", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურული საქართველო", "პარადოქსი", "ნობათი". გამოცემული აქვს წიგნები: "ქართული ანბანი" (2015), "ერთხელ ზოოპარკში" (2008), "რას ნიშნავს ადამიანი" (2007). სისტემატურად მონაწილეობს პოეზიის საერთაშორისო ფესტივალებსა და მთარგმნელობით მასტერკლასებში.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.267

Bibliography


Share: