შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფრიდონ ხალვაში![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გეგელიძეები, ქედის რაიონი. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1950 წელს; მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები 1957 წელს. 1941-1948წწ. სოფელ ცხმორისის კლუბისა და ბიბლიოთეკის გამგე; 1948-1950წწ. მეთოდკაბინეტის დირექტორი; 1950-1952წწ. აჭარის სახელმწიფო გამომცემლობის დირექტორი; 1957-1994წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის მდივანი; 1994-1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მისი პირველი ლექსი 1944 წელს, ხოლო პირველი პოეტური კრებული 1948 წელს გამოქვეყნდა; დადგმულია მისი სამი პიესა: "ხიხანის ძახილი", "ვაზის ტირილი", "გადარჩენილი უკვდავება"; მრავალი წიგნის (50-მდე წიგნის), პოეტური კრებულების, პიესების, რომანების ავტორი; მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უზბეკურ, აზერბაიჯანულ, გერმანულ, უნგრულ, ჩეხურ, პოლონურ, თურქულ ენებზე. პოეტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ბათუმის ერთ-ერთ გამზირს მიეკუთვნა. პოეტის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გახსნილია მისი სახლ - მუზეუმი, ხოლო ბათუმის სახლზე, სადაც იგი ცხოვრობდა, გაკრულია მემორიალური დაფა. ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ეზოში ყოველწლიურად ტარდება დღესასწაული "ფრიდონობა", რომელიც შემდგომ პოეტის მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში გრძელდება. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 403; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.246; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.206 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |