The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გენო კალანდია

გენო კალანდია
დაბადების თარიღი:15 აპრილი, 1939
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 2017  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შამგონა, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის ჟურნალისტიკის საკავშირო უმაღლესი კურსები 1964 წელს.

1960-1962წწ. მუშაობდა სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობად; 1964-1966წწ.  აფხაზეთის რადიოს დიქტორიად; 1966-1970წწ. იყო სოხუმის რაიონული გაზეთის კორესპონდენტი; 1970-1974წწ. აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტი; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "აფხაზეთის დეპუტაცია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. არის მრავალი წიგნის ავტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 188; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.42

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის გ. შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი, თავმჯდომარე
  • აფხაზეთის განთავისუფლების პარტია, წევრი
  • აფხაზეთის თეატრალური საზოგადოება, თავმჯდომარე (1974-1978)
  • აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშისროების კომისია, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი , წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვწევის პრლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვწევის პრლამენტის მიგრაციის და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი, წევრი (1995-1997)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მწერალთა კავშირის აფხაზეთის ორგანიზაცია, თავმჯდომარე
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: