| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ნათელა ონაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1955 წელს. პროზაიკოსი, ლიტერატურის მცოდნე. მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტის ლიტერატურის კათედრებზე დოცენტის თანამდებობაზე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ილ. ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენეთა და კულტურის უნივერსიტეტში დოცენტად. იგი ავტორია ლექსისა "თუ ასე ტურფა იყავი...", რომლის სტრიქონებზე შექმნილი სიმღერა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჰამლეტ გონაშვილის შესრულების შემდეგ. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

