ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გურამ ბათიაშვილი
| დაბადების თარიღი: | 25 მარტი, 1938 (75 წლის) |
| კატეგორია: | დრამატურგი, მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სამტრედიის რაიონი, სოფელი კულაში.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.
მთარგმნელი, ჟურნალ "თეატრი და ცხოვრების" მთავარი რედაქტორი, ებრაული გაზეთის "მენორა" გამომცემელი და რედაქტორი.
1965-1967 წლებში მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ლიტმუშაკად, 1967-1971 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების რედაქტორად, 1971-1983 წლებში ჟურნალ "თეატრალური მოამბის" პასუხისმგებელ მდივნად, 1983 წლიდან დღემდე ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება" მთავარ რედაქტორად, 1993 წლიდან გამოსცემს ებრაული თემატიკის გაზეთს ქართულ ენაზე "მენორა", 1990 წლიდან მსოფლიო ებრაული კონგრესის (ნიუ-იორკი) გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირების გამგეობის წევრი. მის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უჭირავს საქართველოს ებრაელთა 26 საუკუნოვან ყოფას. სურს მკითხველს კვლავაც უამბოს ებრაელთა ცხოვრებაზე საქართველოში, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე, ამას გარდა თარგმნილი აქვს მიხ. შოლოხოვის, ვ. როზოვის, ა. აბდულინის, ალექსეი არგუნის (აფხაზი დრამატურგის) პიესები. არის საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987წ.). ისრაელის პრეზიდენტის "თეუდათ ო კარა" ღირსების რწმუნების მფლობელი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ლიტერატურის დარგში
- 1998 - ღირსების ორდენი
- 1991 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, პუბლიცისტიკის დარგში
ბიბლიოგრაფია
- სახეები და სიტუაციები : დრამატურგის ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, საარი, 2003. - 246გვ.. - ISBN: 99928-39-84-8
- მეათე კაცი (ქართულ ენაზე) (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2001. - 236გვ.. - ISBN: 99928-16-03-1
- მეათე კაცი (ებრაულ ენაზე) (ავტორი). - თელ - ავივი, ხოლონოთ, 1999
- Если я забуду тебя, Иерусалим : Роман (ავტორი). - Тбилиси, азри, 1998. - 270с.
- თავდავიწყების თამაში უცხოთა ლოგინებში : პიესები, მოთხრობები, ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1998. - 176გვ.
- ვარ დარაჯი ჩემი ძმისა : წერილები, სიტყვები, დრამატურგის ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, ქართული თეატრი, 1995. - 219გვ.
- შეთქმულება : პიესების კრებული 2 ტომად (ავტორი). - თეატრი, ქართული თეატრი, 1995. - 453გვ.
- თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1991. - 400გვ.
- მზე ღრუბლებში : პუბლიცისტური ესსე თანამედროვე ისრაელზე (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1989. - 135გვ.
- წერილები შვილებს : პიესების კრებული (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1988. - 312გვ.
- ფეხბურთის მეფე (ავტ. აზიზ ნესინი) : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 184გვ.
- კვალი : ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 156გვ.
- ცხოვრება კარგი რამ არის, ძმაო (ავტ.ნაზიმ ჰიქმეთი) : რომანი (მთარგმნელი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 199გვ.
- პიესები : პიესების კრებული.–კანზე სათაური: ვალი (ავტორი). - თბილისი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამომცემლობა, 1981. - 244გვ.
- პიესები: დალი, სიყვარული და სხვები (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრალური საზ-ბა, 1981. - 247გვ.
- ექვსი ივლისი. ბოლშევიკები (ავტ. მიხ. შატროვი) : პიესები (მთარგმნელი). - თბილისი, ხელოვნება, 1980. - 163გვ.
- შენაკადები : კრიტიკული წერილები ქართულ და თურქულ ლიტერატურის საკითხებზე (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1977. - 153გვ.
- ნაზიმ ჰიქმეთი : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 185გვ.
- ძახილი. სერობის შემდეგ : პიესები (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრალური საზ-ბა, 1975. - 202გვ.
- ოთხი დღე : დოკუმენტური დრამა 2 მოქმედებად. - თბილისი, ხელოვნება, 1972. - 84გვ.
- ეშმაკი ჩვენს სულში (ავტ. ნაზიმ ჰიქმეთი) (მთარგმნელი). - თბილისი, მერანი, 1972
- პიესები (ავტ.ნაზიმ ჰიქმეთი) : პიესები (მთარგმნელი). - თბილისი, ხელოვნება, 1970. - 156გვ.
- დოდო ანთაძე (ავტორი). - თბილისი, 1970. - 6გვ.
- ძაღლის კუდი (ავტ. აზიზ ნესინი) : იუმორისტული მოთხრობები (მთარგმნელი). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 71გვ.
- ირაკლი აბაშიძე (ავტორი). - თბილისი, 1966
- ელგუჯა ამაშუკელი (ავტორი). - თბილისი, 1966
|