Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
გურამ ბათიაშვილი
Date of birth: | 10 January, 1938 (87 years) |
Category: | Playwright, Translator, Writer |
Biography
დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, სამტრედიის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის თურქული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1962 წელს.
1965-1967 წლებში მუშაობდა გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ლიტმუშაკად, 1967-1971 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების რედაქტორად, 1971-1983 წლებში ჟურნალ "თეატრალური მოამბის" პასუხისმგებელ მდივნად, 1983 წლიდან დღემდე ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება" მთავარ რედაქტორად, 1993 წლიდან გამოსცემს ებრაული თემატიკის გაზეთს ქართულ ენაზე "მენორა", 1990 წლიდან მსოფლიო ებრაული კონგრესის (ნიუ-იორკი) გამგეობის წევრი, საქართველოს მწერალთა, თეატრის მოღვაწეთა კავშირების გამგეობის წევრი. მის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი უჭირავს საქართველოს ებრაელთა 26 საუკუნოვან ყოფას. სურს მკითხველს კვლავაც უამბოს ებრაელთა ცხოვრებაზე საქართველოში, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე, ამას გარდა თარგმნილი აქვს მიხ. შოლოხოვის, ვ. როზოვის, ა. აბდულინის, ალექსეი არგუნის (აფხაზი დრამატურგის) პიესები. არის ისრაელის პრეზიდენტის "თეუდათ ო კარა" ღირსების რწმუნების მფლობელი.
წყარო: "საიუბილეო თარიღები (თეატრი, მუსიკა, კინო)", თბილისი, 1988, გვ.6; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.46
Awards and Honors
- 2024 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, ლიტერატურის დარგში
- 1998 - ღირსების ორდენი
ქართული მწერლობისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 1991 - საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია, პუბლიცისტიკის დარგში
- 1987 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1981 - საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის პრემია
Bibliography
- სახეები და სიტუაციები : დრამატურგის ჩანაწერები (Author). - თბილისი, საარი, 2003. - 246გვ.. - ISBN: 99928-39-84-8
- მეათე კაცი (ქართულ ენაზე) (Author). - თბილისი, მერანი, 2001. - 236გვ.. - ISBN: 99928-16-03-1
- მეათე კაცი (ებრაულ ენაზე) (Author). - თელ - ავივი, ხოლონოთ, 1999
- Если я забуду тебя, Иерусалим : Роман (Author). - Тбилиси, азри, 1998. - 270с.
- თავდავიწყების თამაში უცხოთა ლოგინებში : პიესები, მოთხრობები, ჩანაწერები (Author). - თბილისი, საქართველო, 1998. - 176გვ.
- ვარ დარაჯი ჩემი ძმისა : წერილები, სიტყვები, დრამატურგის ჩანაწერები (Author). - თბილისი, ქართული თეატრი, 1995. - 219გვ.
- შეთქმულება : პიესების კრებული 2 ტომად (Author). - თეატრი, ქართული თეატრი, 1995. - 453გვ.
- თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ : რომანი (Author). - თბილისი, მერანი, 1991. - 400გვ.
- მზე ღრუბლებში : პუბლიცისტური ესსე თანამედროვე ისრაელზე (Author). - თბილისი, ნაკადული, 1989. - 135გვ.
- წერილები შვილებს : პიესების კრებული (Author). - თბილისი, ხელოვნება, 1988. - 312გვ.
- ფეხბურთის მეფე (ავტ. აზიზ ნესინი) : რომანი (Translator). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 184გვ.
- კვალი : ლიტერატურული წერილები (Author). - თბილისი, მერანი, 1985. - 156გვ.
- ცხოვრება კარგი რამ არის, ძმაო (ავტ.ნაზიმ ჰიქმეთი) : რომანი (Translator). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 199გვ.
- პიესები : პიესების კრებული.–კანზე სათაური: ვალი (Author). - თბილისი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამომცემლობა, 1981. - 244გვ.
- პიესები: დალი, სიყვარული და სხვები (Author). - თბილისი, საქ. თეატრალური საზ-ბა, 1981. - 247გვ.
- ექვსი ივლისი. ბოლშევიკები (ავტ. მიხ. შატროვი) : პიესები (Translator). - თბილისი, ხელოვნება, 1980. - 163გვ.
- შენაკადები : კრიტიკული წერილები ქართულ და თურქულ ლიტერატურის საკითხებზე (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1977. - 153გვ.
- ნაზიმ ჰიქმეთი : მონოგრაფია (Author). - თბილისი, ნაკადული, 1977. - 185გვ.
- ძახილი. სერობის შემდეგ : პიესები (Author). - თბილისი, საქ. თეატრალური საზ-ბა, 1975. - 202გვ.
- ოთხი დღე : დოკუმენტური დრამა 2 მოქმედებად. - თბილისი, ხელოვნება, 1972. - 84გვ.
- ეშმაკი ჩვენს სულში (ავტ. ნაზიმ ჰიქმეთი) (Translator). - თბილისი, მერანი, 1972
- პიესები (ავტ.ნაზიმ ჰიქმეთი) : პიესები (Translator). - თბილისი, ხელოვნება, 1970. - 156გვ.
- დოდო ანთაძე (Author). - თბილისი, 1970. - 6გვ.
- ძაღლის კუდი (ავტ. აზიზ ნესინი) : იუმორისტული მოთხრობები (Translator). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 71გვ.
- ირაკლი აბაშიძე (Author). - თბილისი, 1966
- ელგუჯა ამაშუკელი (Author). - თბილისი, 1966
|