The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ურუშაძე

ლევან ურუშაძე
სხვა სახელი:მამია ევგენიძე მეველე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:7 თებერვალი, 1964
გარდაცვ. თარიღი:21 ოქტომბერი, 2013  (49 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს.

1986-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ასპირანტი; 1989-1995 წლებში ამავე განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1995 წლებში გაზეთის "თავისუფალი საქართველო" კორესპონდენტი; 1991 წელს რადიო "თავისუფალი საქართველო"-ს პოლიტიკური მიმომხილველი; 1992-1993 წლებში გაზეთის "საქართველოს სამრეკლო" პ/მგ. მდივანი; 1992-1993 წლებში არალეგალური გამოცემის "ქართული აზრი" ერთ-ერთი გამომცემელი; 1995 წლიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენის "ადამიანის უფლებები" რედაქტორ-გამომცემელი. 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის დირექტორად. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო წერილი.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ეროვნული სექციის პრეზიდენტი (1997-2000)
  • კულტურათაშორის კვლევების საერთაშორისო აკადემია (აშშ), აკადემიკოსი
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროასოციაცია, საქართველოს ეროვნული სექციის აღმასრულებელი მდივანი (1998-)
  • ნიდერლანდების ზვიად გამსახურდიას საზოგადოება, საპატიო წევრი
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, წევრი
  • საერთაშორისო ასოციაციის "კავკასია: ეთნიკური ურთიერთობები, ადამიანის უფლებები, გეოპოლიტიკა", თავმჯდომარე (1998-)
  • ჩეჩნეთის ადამიანის უფლებათა ცენტრი, კოორდინატორი საქართველოში

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: