| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს. |
ლევან ურუშაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-1989 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების ასპირანტი; 1989-1995 წლებში ამავე განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 1991-1995 წლებში გაზეთის "თავისუფალი საქართველო" კორესპონდენტი; 1991 წელს რადიო "თავისუფალი საქართველო"-ს პოლიტიკური მიმომხილველი; 1992-1993 წლებში გაზეთის "საქართველოს სამრეკლო" პ/მგ. მდივანი; 1992-1993 წლებში არალეგალური გამოცემის "ქართული აზრი" ერთ-ერთი გამომცემელი; 1995 წლიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენის "ადამიანის უფლებები" რედაქტორ-გამომცემელი. 2008 წლიდან მუშაობს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის დირექტორად. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიის ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო წერილი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

