The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ომარ ქეშელაშვილი

ომარ ქეშელაშვილი
Date of birth:9 July, 1941  (82 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1963 წელს.

1966 წლიდან მუშაობდა სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო - კვლევით ინსტიტუტში: უფროს მეცნიერ - თანამშრომლად, სექტორის გამგედ, დირექტორის მოადგილედ, დირექტორად; 1968 წელს დაიცვა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1978 წელს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; მისი სადოქტორო დისერტაცია აღიარებულ იქნა ახალ მეცნიერულ მიმართულებად მიწათმოქმედების ქიმიზაციის ეკონომიკური შეფასების სფეროში, რომლის დროსაც, ინოვაციური მიდგომის სახით, ავტორმა გამოიყენა ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლებლობები. მინიჭებული აქვს პროფესორის სამეცნიერო წოდება.

1991-2011წწ. 20 წლის განმავლობაში იყო მის მიერვე დაფუძნებული კერძო უმაღლესი საწავლებლის - საქართველოს ბიზნესის უნივერსიტეტის რექტორი; 2011 წლიდან დღემდე არის ამ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნებული შპს - ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი; 2007-2011წწ. ახლად დაფუძნებული სსიპ აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის ჯერ დირექტორი, ხოლო შემდეგ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2008 წლიდან მის მიერვე დაფუძნებული საერთაშორისო, რეფერირებული, სამეცნიერო - მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ჟურნალის "აგრარულ - ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიების" სარედაქციო - სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი რედაქტორი; თავისი გამოკვლევებით ახალი მიმართულებები შექმნა ქართულ აგრარულ-ეკონომიკურ მეცნიერებაში; მან პირველმა დაამუშავა საკმაოდ სპეციფიკური მეთოდიკა, კომპიუტერული პროგრამით და მასზე დაყრდნობით მოგვცა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ქიმიური საშუალებების გამოყენების ეკონომიკური შეფასება და მისი მეცნიერული საფუძვლები, ზონალური თავისებურებების გათვალიწინებით; საფუძველი ჩაუყარა ფერმერულ მეურნეობებში სამეურნეო რისკის მართვის პრობლემების კვლევას და პირველმა (2008-2009) დაადგინა რისკის მიზანშეწონილობის ეკონომიკური ძვრები და უკუგების ოპტიმალური დონეები, ფერმერული მეურნეობებისთვის ზონალური თავისებურებების გათვალისწინებით; 2009 წელს საქართველოს ტერიტორია სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის თვალსაზრისით დაიყო 13 ზონად და 8 ქვეზონად; 2019 წელს, საწარმოო პროცესების ინტეგრაციის განვითარებისდაკვალად, რამაც გამოიწვია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ფუნქციური დაახლოება და დაკავშირება, მან ამ სქემაში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და იგი 1950 წლიდან მოყოლებული თითქმის 70 წლიან პერიოდში, პირველად მოერგო კვების მრეწველობის განვითარებას; 1980 წლიდან წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში; აღზრდილი ჰყავს 31 ასპირანტი და დოქტორანტი; მიღებული აქვს მონაწილეობა 5 მსოფლიო კონგრესში; გამოქვეყნებული აქვს 1050 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 230 წიგნი, აქედან 53 მონოგრაფია, 9 სახელმძღვანელო, 136 ბროშურა, 275 საგაზეთო სამეცნიერო - პუბლიკაციური ნაშრომი, სულ სამეცნიერო და სამეცნიერო - პუბლიკაციურ ნაშრომთა რაოდენობა შეადგენს 1325. 2013 წელს მიენიჭა აგრარულ სფეროში "წლის საუკეთესო მეცნიერის" საპატიო წოდება ეკონომიკის დარგში, 2018 წელს დაჯილდოვდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელით უმაღლესი განათლების და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო - საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Member of Organizations

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი (1995-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1994-)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    აგრარული მეცნიერების განვითარებაში, ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: