The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახუშტი კოტეტიშვილი

ვახუშტი კოტეტიშვილი
Date of birth:4 August, 1935
Date of death:7 August, 2008  (at 73 years)
Category:Critic, Literary scholar, Scientist, Translator, Writer, Folklorist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1959 წელს.

1965–1977წწ. იყო თსუ–ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერ–ხელმძღვანელი 1994 წლიდან; პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები –1958 წელს; 1962-1964წწ. თსუ-ს ირანული ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 1964-1966წწ. უფროსი მასწავლებელი; თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორი; 1994 წლიდან ფოლკლორის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი; 1995 წლიდან  ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავჯდომარე. სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად სპარსულ პოეზიაზე აქვს გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის მრავალი მონოგრაფია ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრში; სპარსულ პოეზიასვე ეხება მისი პოპულარული თარგმანები: ომარ ხაიამის "რობაიათი", ჯამის "ლირიკა", ჰაფეზის "ლირიკა" და სხვა.  გარდა ამისა, გადმოქართულებული აქვს გერმანული, რუსული და ესპანურენოვანი ლიტერატურა; ქართულ საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის მიერ მოწყობილი  ხალხური პოეზიის საღამოები, რომლებიც XX საუკუნის 80–იან წლებში ტარდებოდა. რაინერ მარია რილკეს პოეტურ ციკლთა თარგმანისთვის მირებული აქვს ქართულ-ევროპული ინსტიტუტისა (1990, პარიზი) და ავსტრიის კულტურისა და ხელოვნების სამინისტროს (1995, ვენა) პრემია. დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის შესწავლისა და მისი პოპულარიზების საქმეში. 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი სპარსულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა და საგანგებო სამთავრობო სიგელით დააჯილდოვა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აფეზის ლირიკის გაგებისათვის", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სპარსული კლასიკური რითმის სტრუქტურა", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.48;  ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 194

Member of Organizations

  • იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილება, პრეზიდენტი
  • საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
  • საქართველოს ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი, თავჯდომარე (2000-)
  • საქართველო–აზერბაიჯანის საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი
  • ფოლკლორისტული კლუბი "ჯავარი", პრეზიდენტი

Awards and Honors

  • 2005 - პრემია "საგურამო"
  • 2003 - ლიტერატურული პრემია "საბა", ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის

Bibliography


Share: