შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაჯითი, საჩხერის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1942-1949წწ. საბჭოთა არმიის სამხედრო კორესპონდენტი; პირველი მოთხრობა "სიზმარი ზღვაზე" გამოაქვეყნა 1949 წელს, პირველი რომანი "ხევის პატარძალი" -1951 წელს. ამას გარდა დაწერა ხუთი რომანი: "ჯარისკაცის ქვრივი", "მძიმე ჯვარი", "ვნების კვირა", "გზა გოლგოთისაკენ", "მხევალი უფლისა". მისი სცენარის მიხედვით კინორეჟისორმა თ. აბულაძემ 1958 წელს გადაიღო მხატვრული ფილმი "სხვისი შვილები", 1965 წელს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა "ჯარისკაცის ქვრივი". მუშაობდა ჟურნალ "მნათობის" პროზის განყოფილების გამგედ; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.423; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.173 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |