შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ჯავახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1956 წელს. 1956 წლიდან მუშაობდა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოში"; 1977 წლიდან მთავარი რედაქტორის მოადგილე, 1980 წლიდან მთავარი რედაქტორი; ლექსებს აქვეყნებს 1952 წლიდან; ლექსების პირველი კრებული "საყვარელი ქარები" 1959 წელს გამოსცა. ძირითადი პოეტური კრებულები: "ნაწვიმარი ქუჩები" (1963); "ათასი მზე" (1968); "სამხრეთი" (1970); "მეშვიდე" (1974); "ანაბეჭდი" (1975); "მარტი, აპრილი, მაისი" (1977); "წეროების სამკუთხედი" (1978); "შედარება" (1980); "ერთტომეული" (1982); "და ასე შემდეგ" (1983). მის პოეზიაში შეინიშნება მძლავრი ირონიულ-პაროდიული ნაკადი, გროტესკული წარმოსახვა. თარგმნა ვ. მაიაკოვსკის პოემები; ცალკე წიგნად გამოსცა კრებული "ლირიკული მოზაიკა" (1981), სადაც შევიდა საბჭოთა რესპუბლიკების ხალხთა პოეზიის ნიმუშების თარგმანები. ვახტანგ ჯავახაძის ლექსები თარგმნილია: რუსულ, უკრაინულ, სომხურ, ესტონურ, მოლდავურ, პოლონურ, უნგრულ, რუმინულ და სხვა ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.524; გამომცემლობა ინტელექტის ვებ-გვერდი: intelekti.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |