შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის განხრით 1956 წელს. 1959–1973წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1973 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე; მან პირველი თარგმანი – "გილგამეში" (შესავლით, ლექსიკონითა და კომენტარებით) 1963 წელს გამოაქვეყნა; 1978 წელს თამაზ ჩხენკელთან ერთად თარგმნა ჰომეროსის "ოდისეა". ზურაბ კიკნაძის კვლევის სფეროა შუამდინარული ლიტერატურა, შუამდინარული მითოლოგია და შუამდინარული რელიგია; ქართული მწერლობა, ქართული ფოლკლორი და მითოლოგია; ქრისტიანობა და ქრისტიანული კულტურა; ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) თარგმანი და ეგზეგეტიკა, საზოგადოებრივი პრობლემები. პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "გილგამეშის ეპოსი", დაიცვა 1965 წელს, სადოქტორო – "ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 190; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 31 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |