ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
ზურაბ კიკნაძე
| დაბადების თარიღი: | 3 ოქტომბერი, 1933 (79 წლის) |
| კატეგორია: | ფილოლოგი, ფოლკლორისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს.
1959–1973წწ. მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1973 წლიდან არის ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე, პროფესორი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "გილგამეშის ეპოსი", დაიცვა 1965 წელს, სადოქტორო – "ქართულ მითოლოგიურ გადმოცემათა სისტემა", დაიცვა 1985 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გელათის აკადემია, წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- გიგალმეშიანი (მთარგმნელი). - თბილისი, მემკვიდრეობა, 2009. - 212გვ.. - ISBN: 978-9941-9106-0-9
- ქართული მითოლოგია (ავტორი). - თბილისი, ბაკმი, 2007. - 267გვ.. - ISBN: 978-99940-27-10-1
- შუამდინარული მითოლოგია (ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 408გვ.. - ISBN: 99940-60-01-5
- ძველი აღთქმის წუთისოფელი (ავტორი). - თბილისი, გ.ბ.ს. საქ., 2003. - 192გვ.. - ISBN: 99928-13-63-6
- ეკლესია გუშინ, ეკლესია ხვალ : სტატიები (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 2002. - 188გვ.
- ქართული ხალხური ეპოსი (ავტორი). - თბილისი, ლოგოს პრესი, 2001. - 136გვ.. - ISBN: 99928-924-0-4
- ავთანდილის ანდერძი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2001. - 292გვ.. - ISBN: 99928-16-25-2
- შობიდან შობამდე (ავტორი). - თბილისი, ლომისი, 1997. - 272გვ.
- ცხოვრება იესო ქრისტესი = Leben Jesus Christi=The Life of Jesus Christ = La vie de Jesus Christ = Жизнь Иисуса Христа (რედაქტორი). - თბილისი, ბენეფისი, 1996. - 57გვ.
- ქართული მითოლოგია : წ. 1 : ჯვარი და საყმო (ავტორი). - ქუთაისი, პირველი სტამბა, 1996. - 288გვ.
- საუბრები ბიბლიაზე (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1989. - 190გვ
- ძველი შუამდინარული პოეზია (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 182გვ.
- შუამდინარული მითოლოგიის ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1984. - 60გვ.
- თამუზის სიზმარი (მთარგმნელი). - თბილისი, ნაკადული, 1969. - 171გვ.
|