ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
მიხეილ ქვლივიძე
| დაბადების თარიღი: | 22 თებერვალი, 1925 |
| გარდაცვ. თარიღი: | 20 ივლისი, 2005 (80 წლის ასაკში) |
| დაკრძალვის ადგილი: | ქ. თბილისი, საბურთალოს სასაფლაო |
| კატეგორია: | პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი 1950 წელს.
1951-1954წწ. იყო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი. სადისერტაციო თემა–"ვეფხისტყაოსნის დასურათების საკითხისათვის". მართალია მან დისერტაცია არ დაიცვა, მაგრამ მისი ეს ნაშრომი ორჯერ გამოიცა წიგნად.
1954-1959 წწ. დაინიშნა საკავშირო მწერალთა კავშირში საქართველოს წარმომადგენლად. 1960-1965წწ. მუშაობდა რედაქტორად საკავშირო გამომცემლობაში "Советский писатель". წერდა კრიტიკულ სტატიებსა და საბავშვო წიგნებს, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნა ქართული პოეზია რუსულ, პოლონურ, უნგრულ, იტალიურ და სხვა ენებზე და ასევე თარგმნიდა პოლონელ და უნგრელ პოეტებს. მან შეადგინა და პოლონეთში გამოსცა "ძველი ქართული პოეზიის ანთოლოგია", ხოლო უნგრეთში - "თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია". 1982 წელს, ქართველი პოეტი სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობის მთავარ სარედაქციო კოლეგიაში" რუსული რედაქციის გამგედ. რუსულ ენაზე თარგმნიდა და ახმოვანებდა ქართულ ფილმებს. მისი თარგმანითაა ცნობილი თ. აბულაძის ფილმები: "ნატვრის ხე’" და "მონანიება", თ. ბაბლუანის "უძინართა მზე", ნ. ჯანელიძის "იავნანა" და მრავალი სხვა. 1992-1995წწ. მიხეილ ქვლივიძე კითხულობდა ლექციებს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კულტურის უნივერსიტეტში.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ევროპის მწერალთა კავშირი, წევრი (1962-1966)
- კინოსტუდია "ქართული ფილმი", სასცენარო საბჭოს წევრი (1962-)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1952-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2001 - საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის პრემია, პუბლიცისტურ-პოეტური ქმნილებებისათვის
- 1998 - თბილისის საპატიო მოქალაქე
- 1995 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- 1995 - ღირსების ორდენი
- 1993 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
- 1970 - მედლები, პოლონური და უნგრული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის
- 1958 - საპატიო ნიშნის ორდენი
ბიბლიოგრაფია
- კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს : ლექსები (ავტორი). - თბილისი, თობალისი, 2004. - 110გვ.. - ISBN: 99940-751-0-1
- ვაპირებ ცხოვრებას... : ავტობიოგრაფიული ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, თობალისი, 2002. - 205გვ.. - ISBN: 99928-979-0-2
- ეკო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1997. - 40გვ.
- ერთტომეული (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1994. - 404გვ.
- ჩურჩულით და ხმამაღლა: უჯრის პატიმრები, იმ დუხჭირ დღეთა ქრონიკა, ჩემი ანთოლოგია (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1994. - 180გვ.
- ლექსამდე და ლექსის შემდეგ : ჩანახატები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 93გვ.
- სარკესთან : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 399გვ.
- გარდაქმნა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1988. - 119გვ.
- წყნარი საღამო : ლექსები და ნახატები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1987. - 70გვ.
- შენთან ყოფნიდან უშენობამდე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1982. - 71გვ.
- ფიქრები... ფიქრები... : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1978. - 165გვ.
- გაგრძელება იქნება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1969. - 263გვ.
- ''ვეფხისტყაოსნის'' დასურათებანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 239გვ.
- დაბრუნება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1966. - 98გვ.
- მოვდივარ, დამიხვდი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. მწერალი, 1959. - 123გვ.
|