ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
რევაზ მიშველაძე
დაბადების თარიღი: | 1 იანვარი, 1940 (85 წლის) |
კატეგორია: | მწერალი, პედაგოგი, პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: სოფელი ბაბუშარა, სოხუმის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1964 წელს; ასპირანტურა 1966 წელს.
1964–1966წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში; 1966–2006წწ. მუშაობდა თსუ - ში ჯერ ასისტენტად, შემდგომ კი უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ; 1987–1990წწ. იყო ჟურნალ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1993–1999წწ. ჟურნალ "ნუგეშის" მთავარი რედაქტორი; "მწერლის გაზეთი"-ს სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე და ტექნიკური უნივერსიტეტის კულტუროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1973), პროფესორი.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 260; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.89
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ჟურნალისტთა კავშირი, წევრი (1970-)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (1999-2004)
- საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (1999-2003)
- საქართველოს მწერალთა კავშირი, პირველი მოადგილე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2009 - ქართული კულტურის ამაგდარის წოდება
- 1999 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
- 1999 - ღირსების ორდენი
ქ. თბილისში კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე დიდი ქართველი პოეტის გალაქტიონ ტაბიძის საცხოვრებელ ბინაში მწერლის სახლ-მუზეუმის მოწყობაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 1998 - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- ავეთიკ ისააკიანის სახელობის პრემია
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
- ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემია
- ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
- ქართული პროზის რაინდი
- დავით კლდიაშვილის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ჩემი ცრემლი და სიყვარული : ნოველები (ავტორი). - თბილისი, ბაკმი-ბონდო მაცაბერიძის გამ-ბა, 2004. - 435გვ.. - ISBN: 99940-27-48-4
- რჩეული ნოველები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 2001. - 514გვ.
- უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998. - 460გვ.. - ISBN: 99928-56-07-6
- ახალი ნოველები (ავტორი). - თბილისი, საქ. წიგნ. მოყვ. საზ-ბა, 1992. - 334გვ.
- ეპოქა და თანამედროვე მწერლის როლი (ავტორი). - თბილისი, საქ. საზ. "ცოდნა", 1990. - 32გვ.
- განაჩენი : ნოველები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 560გვ.
- ცხელ გულზე დაწერილი პიესები (ავტორი). - თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989. - 194გვ.
- ჯაჭვი : ნოველები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 439გვ.
- გზა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1984. - 328გვ.
- გალიაში რომ გაგზარდე... : ნოველები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 469გვ.
- შენ ჩემთვის რა გატირებდა : კრიტიკული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979. - 337გვ.
- ქართული საბჭოთა პოემა : სერია 6. N2. ახალგაზრდობა. ლიტერატურა და ხელოვნება (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ საზ-ბა ცოდნა, 1973. - 82გვ.
- ქართული სატირული ჟურნალისტიკა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1971. - 169გვ.
- შიგნიდან გატეხილი ციხე : იუმორისტული მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ს გამ-ბა, 1964. - 63გვ.
|