The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ სარჯველაძე

ზურაბ სარჯველაძე
Date of birth:12 March, 1939
Date of death:2002  (at 62 years)
Category:Linguist, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუნ-ეწერი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1962 წელს.

1962-1968წწ. იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1968-1970წწ. თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტის უმცროსი, ხოლო 1970-1975წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე წლებში იყო თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1982-1986წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ს/კ ლაბორატორია "ორიონის" უფროსი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994-1997წწ. პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1993 წლიდან ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში, ხოლო 1997 წლიდან ქართული ენის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სტატია ქართულ, რუსულ და გერმანულ ენაზე. მიღებული აქვს საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს პირველი პრემია (1987), ალექსანდრე ჰუმბოლდტის სახელობის საერთაშორისო პრემია (1994), გეორგ როზენის სახელობის პრემია (2000).  

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "XI-XIII საუკუნეთა ქართული წერილობითი ძეგლების ორთოგრაფიულ-ფონეტიკური თავისებურებანი", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორი დისერტაციის თემა - "ქართული ენის ისტორიული ფონეტიკისა და გრამატიკის ძირითადი საკითხები", დაიცვა 1973 წელს. 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: tsu.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.183

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2001-2002)

Awards and Honors

  • 2000 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1993 - აკაკი შანიძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: