ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
გივი ალხაზიშვილი
დაბადების თარიღი: | 26 მაისი, 1944 |
გარდაცვ. თარიღი: | 4 აგვისტო, 2021 (77 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მთარგმნელი, მწერალი, პოეტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თელავი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს.
იყო ჟურნალ "ცისკარი"-ს კრიტიკისა და პუბლიცისტიკის რედაქციის გამგე, შემდეგ პოეზიის რედაქციის გამგე, გამომცემლობა "მერანი"-ს მთავარი რედაქტორი 1989-1999 წლებში, გამომცემლობა "ლომისი"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1990 წლიდან, კულტურის სახ. ინ-ტის გამომცემლობა "მერანი"-ს დირექტორ- გამომცემელი 1999 წლიდან. 2003-2006 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. იყო "რჩეულთა ბიბლიოთეკის" ერთერთი დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე: ინგლისურად, რუსულად, იტალიურად, უნგრულად, უკრაინულად, ესტონურად, მოლდავურად და ა.შ.
წყარო: საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი: 1tv.ge; საინფორმაციო პორტალი "ამბები.ge": ambebi.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1974-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2011 - ლიტერატურული პრემია "საბა"
ჩაბრუნებული მზერა : ლექსები / გივი ალხაზიშვილი.-თბილისი : საუნჯე, 2010. - 156გვ.
- 1999 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
გამოსვლა უდროობიდან, 96-97 : ლექსები / გივი ალახაზიშვილი .- თბილისი : ლომისი : მერანი, 1998.-168გვ.
- 1998 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
გამოსვლა უდროობიდან, 96-97 : ლექსები / გივი ალახაზიშვილი .- თბილისი : ლომისი : მერანი, 1998.-168გვ.
- 1996 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
სინათლე წვეთში : ლექსები. - თბილისი : მერანი. ლომისი, 1996. - 200გვ.
ბიბლიოგრაფია
- სიტყვებში გახიზნული ფიქრი : ესეები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2004. - 420გვ.
- რკინის კარს აქეთ და იქით : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2002. - 376გვ.
- ამოდის თუ ჩადის მზე? : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 236გვ.
- სოდომიდან სოდომამდე ანუ ბანკის პრეზიდენტის სიკვდილის ამბავი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 220გვ.
- გამოსვლა უდროობიდან, 96-97 : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლომისი.მერანი, 1998. - 168გვ.
- სინათლე წვეთში,90-95 : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 200გვ.
- სიყვარული, სიყვარული : გამოჩენილ ადამიანთა სატრფიალო ბარათები (რედაქტორი). - თბილისი, ლომისი, 1992. - 208გვ.
- ქართული მინიატურული პროზა (შემდგენელი) // წ.I. - თბილისი, ლომისი, 1992. - 336გვ.
- პოეზია - 90 (შემდგენელი). - თბილისი, მერანი, 1991. - 368გვ.
- მხოლოდ სიყვარულზე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 106გვ.
- ქართველები კონსტანტინეპოლში და სპარსეთში (რედაქტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 134გვ.
- გული ანათებს (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 182გვ.
- აღმოცენება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 223გვ.
- შენ ყოველივეს ხედავ, ცაო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 131გვ.
- ქარის დევნა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 67გვ.
- დიალოგი ფიქრში (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 109გვ.
- წარსულის სარკმელი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1980. - 71გვ.
- უცხო ფრინველი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 1975. - 58გვ.
|