ძიება
ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.
|
გივი ალხაზიშვილი
| დაბადების თარიღი: | 26 მაისი, 1944 (68 წლის) |
| კატეგორია: | მწერალი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თელავი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1969 წელს.
იყო ჟურნალ "ცისკარი"-ს კრიტიკისა და პუბლიცისტიკის რედაქციის გამგე, შემდეგ პოეზიის რედაქციის გამგე, გამომცემლობა "მერანი"-ს მთავარი რედაქტორი 1989-1999 წლებში, გამომცემლობა "ლომისი"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 1990 წლიდან, კულტურის სახ. ინ-ტის გამომცემლობა "მერანი"-ს დირექტორ- გამომცემელი 1999 წლიდან. 2003-2006 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" დირექტორი. არის "რჩეულთა ბიბლიოთეკის" ერთერთი დამაარსებელი და რედაქტორ-გამომცემელი.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1974-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1998 - აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
გამოსვლა უდროობიდან : ლექსი. - ქ. თბილისი, მერანი. ლომისი, 1998. – 168გვ.
- 1996 - საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია
სინათლე წვეთში : ლექსები. - ქ.თბილისი, მერანი. ლომისი, 1996. - 200გვ.
ბიბლიოგრაფია
- სიტყვებში გახიზნული ფიქრი : ესეები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2004. - 420გვ.
- რკინის კარს აქეთ და იქით : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 2002. - 376გვ.
- ამოდის თუ ჩადის მზე? : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 236გვ.
- სოდომიდან სოდომამდე ანუ ბანკის პრეზიდენტის სიკვდილის ამბავი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 220გვ.
- გამოსვლა უდროობიდან, 96-97 : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლომისი.მერანი, 1998. - 168გვ.
- სინათლე წვეთში,90-95 : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996. - 200გვ.
- სიყვარული, სიყვარული : გამოჩენილ ადამიანთა სატრფიალო ბარათები (რედაქტორი). - თბილისი, ლომისი, 1992. - 208გვ.
- ქართული მინიატურული პროზა (შემდგენელი) // წ.I. - თბილისი, ლომისი, 1992. - 336გვ.
- პოეზია - 90 (შემდგენელი). - თბილისი, მერანი, 1991. - 368გვ.
- მხოლოდ სიყვარულზე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 106გვ.
- ქართველები კონსტანტინეპოლში და სპარსეთში (რედაქტორი). - თბილისი, მერანი, 1990. - 134გვ.
- გული ანათებს (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 182გვ.
- აღმოცენება : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1987. - 223გვ.
- შენ ყოველივეს ხედავ, ცაო : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 131გვ.
- ქარის დევნა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1983. - 67გვ.
- დიალოგი ფიქრში (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1981. - 109გვ.
- წარსულის სარკმელი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1980. - 71გვ.
- უცხო ფრინველი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ნეკერი, 1975. - 58გვ.
|