The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი ავტორები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი მოიცავს საქართველოში მოღვაწე და უცხოეთში მცხოვრები ქართველი ავტორების ბიოგრაფიულ მონაცემებს.



ერლომ ახვლედიანი

ერლომ ახვლედიანი
დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:20 მარტი, 2012  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1957 წელს და უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში 1964 წელს.

მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად (1959-1960წწ.), საქართველოს ტელე–რადიო კომიტეტში მხატვრული ტელეფილმების უფროს რედაქტორად (1967-1968წწ.), იყო სტუდია "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-1972წწ.), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-1987წწ.), თსთი სასცენო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-1987, 1995-1999წწ.). მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე. არის ათეულობით ფილმის სცენარის ავტორი. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
    კოღო ქალაქში
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: