The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ასათიანი

ვალერი ასათიანი
ოფიციალური სახელი:ვალერიან ასათიანი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1950  (73 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1984 წწ. საქ. ალკკ და საქ. კპ. ცენტრალური კომიტეტი სტუდენტი ახალგაზრდობის განყოფილების გამგე; კულტურის განყოფილების გამგის მოადგილე; 1976-1977 წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეც. განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი, კოლეგიის წევრი; საქართველოს მწერალთა კავშირი მდივანი (1984); 1985-1990 წწ. საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი; 1992-1993 წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის მრჩეველი კულტურის საკითხებში; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის აპარატის ხელმძღვანელი (1994); 1994-1995 წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №61 ქუთაისის საარჩევნო ოლქიდან; 1995-2000 წწ. საქართველოს კულტურის მინისტრი; პედაგოდიური მოღვაწეობა: 1973 წლიდან თსუ პედაგოგი, ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2011-2019 წწ. საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2010 წლიდან სკოლა-კომპლექსი "სადუნი"-ს პედაგოგი; 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტი, საგანმანათლებლო პროგრამების ლექტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტინისტიკა, მსოფლიო კულტურის ისტორია, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული (კულტურული) ურთერთობები, თანამედროვე ქართული კულტურა. დაჯილდოებულია ალბერტ შვაიცერის მშვიდობის საერთაშორისო მედლით (გერმანია, 2003), ჰომეროსის პრემიით (საბერძნეთი, 2016). ფილოლოგიის მეცნიერებათ კანდიდატი (1980), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1994).

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "ჰომეროსი და ანტიკური მითოლოგია ძველ ქართულ მწერლობაში", დაიცვა 1980 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქართულ მწერლობაში", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1994-1995)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2021-)
  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტი, აპარატის ხელმძღვანელი (1994-)
  • საქართველოს უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1988-1990)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: