The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერი ასათიანი

ვალერი ასათიანი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1950  (68 წლის)
კატეგორია:ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1972 წელს.

იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი; 1985-1990 წწ. და 1995-2000 წწ. საქართველოს კულტურის მინისტრი; 1988-1990 წწ. სახელმწიფოს მეთაურის მთავარი მრჩეველი კულტურის დარგში; 1992 წლიდან ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი; 1994 წლიდან საერთაშორისო კულტურული პროგრამების საქართველოს ასოციაცია "ჰელიოსი "-ს პრეზიდენტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტი, აპარატის ხელმძღვანელი (1994-)
  • საქართველოს უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1988-1990)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: