Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია აფაქიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის მაზრა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს. 1943-1952წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 1952-1972წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1980-1987წწ. საქართველოს მეცმიერებათა აკდემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1994 წლიდან მის მიერ დაარსებული გ. ნიორაძის სახელობის მცხეთის არქეოლოგიის ინსიტუტის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი. მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974წწ. ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975 წლიდან - მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომპარტიისგან (1990-1991), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.245-246; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 73; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.191 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |