The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია აფაქიძე

ანდრია აფაქიძე
Date of birth:3 September, 1914
Date of death:25 November, 2005  (at 91 years)
Burial location:სამთავროს დედათა მონასტრის ეზო, ქ. მცხეთა
Category:Archaeologist, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზანა, სენაკის მაზრა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1937 წელს.

1943-1952წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი; 1952-1972წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1980-1987წწ. საქართველოს მეცმიერებათა აკდემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1994 წლიდან მის მიერ დაარსებული გ. ნიორაძის სახელობის მცხეთის არქეოლოგიის ინსიტუტის ხელმძღვანელი; 2002 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი. მუშაობდა ანტიკური ხანის არქეოლოგიის და საქართველოს ძველი კულტურის ისტორიის საკითხებზე. 1936 წლიდან არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა ბაკურციხეში, არმაზისხევში, წიწამურში, ბაგინეთზე, სარკინეთსა და ქართლის მთაზე. 1952-1974წწ.  ხელმძღვანელობდა არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთაში, 1975 წლიდან - მცხეთასა და მის მიდამოებში. მისი ძირითადი ნაშრომები ანტიკური ხანის ქართული ქალაქების ისტორიას ეძღვნება. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საქართველოს კომპარტიისგან (1990-1991), ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.1.-თბ.,1997.-გვ.245-246; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 73; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.191

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1988-2002)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1983-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1967-)

Awards and Honors

  • 1994 - ღირსების ორდენი
  • 1986 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1982 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1964 - სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია
  • 1946 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1945 - სამამულო ომის მედალი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: