The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მზია ანდრონიკაშვილი

მზია ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:28 ივლისი, 2006  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1942-1950წწ. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 1952-1969წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი; 1969 წლიდან კათედრის პროფესორი; 1985 წლიდან აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. შესრულებული აქვს რიგვედისა და ავესტის ჰიმნების თარგმანები. მისი სამეცნიერო შემოქმედების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში "ნარკვევები ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობიდან" (I ტ. 1966 წ., II ტომის I ნაკვეთი, 1966წ.). ენათმეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე. 

საკანდიტადო დისერტაციის თემა – "ირანული სიტყვები ძველ ქართულ ორიგინალურ ძეგლებში", დაიცვა 1946 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართველურ-ინდოირანული ენობრივი ურთიერთობები", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.34; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.50

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აღმოსავლეთმცოდნეთა მსოფლიო და საკავშირო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1968 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: