The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა ბუღაძე

ლაშა ბუღაძე
Date of birth:16 November, 1977  (46 years)
Category:Playwright, Writer

Biography

დაბადების ადგილი:  ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართბელოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი 1999 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი; თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო).

მუშობდა სტუდია "აუდიენციაში"; ტელეკომპანიებში" რუსთავი-2", "I არხი"; რადიო "უცნობის", "I რადიოს" გადაცემების ავტორი და წამყვანი; არის ავტორი წიგნებისა: "ყუთი" (პიესების და მოთხრობების კრებული, 1999წ.), "საუკუნის მკვლელობა" (2000), "მესამე სართული" (2003), "ბოლო ზარი" (2004), "25 პ.პ." (2005); პიესებისა: "ოთარი", "ის სკამი და ეს საწოლი", "ბალიში", "დოქტორი ფრანკენშტეინი" (თანაავტორი დ. საყვარელიძე, 1999), "ნუგზარი და მეფისტოფელი", "თეატრი", "აღშფოთებული ტატიანა" და სხვა; რომანების : "ბოლო ზარი" (2004), "ოქროს ხანა" (2006), "კარიკატურისტი" (2008), "ლიტერატურული ექსპრესი" (2009), "LUCRECIA515" (2013). მისი პიესების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები რუსთაველის თეატრსა და თეატრალურ სარდაფში. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია ქართულ, რუსულ, სომხურ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ ენებზე. გაიმართა მისი გრაფიკული ნამუშევრების ორი პერსონალური გამოფენა თბილისსა (1994) და ბაზელში (1995). მიღებული აქვს: გაბროვოს (ბულგარეთი) კარიკატურისტთა ფესტივალის პრემია (1989); ლიტერატურული პრემია "წინანდალი" წლის საუკეთესო პიესისათვის "ოთარი" (1999); საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრემია პიესისათვის "ნუგზარი და მეფისტოფელი" (2004); წიგნის მაღაზიათა ქსელ "პარნასის" პრემია "წლის ბესტსელერი" რომანისათვის "ბოლო ზარი" (2005); წიგნის მაღაზიათა ქსელ "პარნასის" პრემია "წლის ბესტსელერი" რომანისათვის "ოქროს ხანა"(2007); რუსული სახელოვნებო პრემია "ტრიუმფი" დრამატურგიაში (2007); ბრიტანული რადიო BBC-ის პრემია რადიოპიესისათვის "როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს" (2007); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის "თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობის" მეორე პრემია (მოთხრობისათვის "საშინაო დავალება: როსტომ-ხანი", 2010); თეატრალური პრემია "დურუჯი" 2011 წელს სცენაზე განხორციელებული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისათვის ("ნაფტალინი"); BBC-ს რადიოპიესების კონკურსის 2011 წლის გამარჯვებული (პირველი პრემია) პიესისათვის "ნავიგატორი" (ინგლ. თარგმანი მაია ყიასაშვილი).

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ. 93

Awards and Honors

  • 2018 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო რომანის ავტორი
    პატარა ქვეყანა : რომანი /ლაშა ბუღაძე.-თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2017.-500გვ.
  • 2012 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    ნავიგატორი : რადიოპიესა /ლაშა ბუღაძე.-თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2011.-128გვ.
  • 2009 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    ნაფტალინი : პიესა ; როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს : რადიოპიესა /ლაშა ბუღაძე.-თბილისი:წიგნის სახელოსნო, 2008.- 198გვ.
  • 2007 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
    ვიდრე მთავარ გმირს ეძინა : პიესები/ლაშა ბუღაძე.– თბილისი: სიესტა, 2006.– 314გვ.
  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა", საუკეთესო პიესისათვის
    "ნუგზარი და მეფისტოფელი"

Bibliography

  • ბოლო ზარი : რომანი (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2004. - 160გვ.. - ISBN: 99940-30-35-3
  • მესამე სართული : მოთხრობები (Author). - თბილისი, არეტე, 2003. - 135გვ.
  • პოლიტიკური პიესა (Author). - თბილისი, საგამომცემლო ცენტრი, 2002. - 37გვ.
  • საუკუნის მკვლელობა : მოთხრობები, პიესები (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ - ბა, 2000. - 115გვ.. - ISBN: 99928-52-54-2
  • ყუთი : მოთხრობები, პიესები (Author). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 1998. - 342გვ.. - ISBN: 99928-52-13-5

Share: