შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ბუღაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეიტი 1981 წელს. იყო სოფ. გლდანის საშუალო სკოლის ხატვა - ხაზვის მასწავლებელი (1981-85წწ.), თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგი (1986- 91წწ.), თსსა ექსპერიმენტული კურსის ხელმძღვანელი (1991-94წწ.), თეატრის და კინოს სახ. ინ-ტის სცენოგრაფიის კურსის დოცენტი (1993-96წწ.). გაფორმებული აქვს მხატვრული ფილმები: "სარკმელი", "ქრისტეს სამჭვალი", "იავნანა". მოხატული აქვს მარტინ ლუთერ კინგის სახელობის ლუთერანული ეკლესია ბერლინში (1989), წმ. ნინოს სახელობის ქართული ეკლესია პარიზში (1990), გააფორმა GIOC-ს ოფისი თბილისში (1998). ა. ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი 2005 წლიდან დღემდე. არის მრავალი საერთაშორისო სიმპოზიუმის და გამოფენის მონაწილე: "რომანტიული ილუზიები" (თბილისი, 1983), "ქართლის ცხოვრება" (თბილისი, 1985), ჯგუფური (ტალინი, 1987), პალერმოს ქართველ ნეორომანტიკოსთა გამოფენა (1987), ბერლინში (1989), პარიზში, კანში, ბარსელონაში, მოსკოვში (1990), ციურიხში, კიოლნში, დენვერში (1991), ინგოლშტატში, ბოზაგოში, კიოლნში (1993), "მე და ბიოკლინი" (ბაზელი, 1994,) "აპოლონური ტრაგედიები", "ანამორფოზები" (თბილისი, 1995), "პარაკლეტოსი" (ნუგეშისმცემელი, თბილისი, 1998). არის საერთაშორისო პროექტის "ხატი და შემეცნება" ავტორი (შვეიცარია- საქართველო, 1997). წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 40-41 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |